

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ მერეთში შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყო სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მონიშვნების.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის 393 მეტრიან მონაკვეთს. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ კი 213 904 ლარი შეადგინა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს