

2025 წლის 1-ელი მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 25.6 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 31.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის და ვაშლატამას რაოდენობა 12%-ით (2.7 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 19%-ით (5.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (22.0 ათასი ტონა), უკრაინა (2.4 ათასი ტონა), სომხეთი (637 ტონა), ბელორუსია (394 ტონა), ლატვია (158 ტონა), მოლდოვა (40 ტონა), ყაზახეთი (18 ტონა) და პოლონეთი (18 ტონა).
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს