სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში შეუსაბამობები გამოავლინა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცის და ხორცპროდუქტების ქვეყნის მასშტაბით შემოწმებას და შეუსაბამობები გამოავლინეს, ასევე, ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში.
„სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, მონიტორინგის ფარგლებში, სარეალიზაციო ქსელიდან აღებული სურსათის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. შეუსაბამობის გამოვლენის გამო, ბიზნესოპერატორს დაევალა შპს „ახალი გემო 2019“-ის (ხაშური, რუსთაველის 10; ს/კ 443867763) წარმოებული გაყინული ქაბაბის (დამზადების თარიღი: 25.08.2025; ვარგისიანობის ვადა: 25.10.2025) ბაზარზე განთავსების აღკვეთა და ბაზარზე განთავსებულის ამოღება, რაზეც ზედამხედველობა სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს.
სახელმწიფო კონტროლი ტარდება სასაკლაოებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და საწარმოებში.
მიმდინარე წელს ჩატარებული 5100 სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილია 449 სამართალდარღვევა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულმა სააგენტოში.