საზოგადოება
11.09.2025 12:51
უფლისციხესა და ატენში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილი მიწის მასისგან გზები გაიწმინდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უფლისციხესა და ატენში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილი მიწის მასისგან გზები გაიწმინდა.

როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, უფლისციხეში, გზის ის მონაკვეთები, სადაც რამდენიმე დღის წინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა მიწის მასა ჩამოიტანა, სპეციალური ტექნიკით გასუფთავდა.

გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ატენშიც, სადაც უამინდობის შედეგად ჩამოსული ქვა-ღორღი და ლაფი გზის სავალი ნაწილიდან მოიხსნა.

„გაწმენდითი სამუშაოების გარდა, სოფელ ბერშუეთში მოსწორდა სასოფლო-სამურნეო ნაკვეთებამდე მისასვლელი გზებიც. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა, ასევე, დაასუფთავეს კვერნაქის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია და მისადგომები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ლოკაცია პერიოდულად იწმინდება ეკალ-ბარდებისგან, პოლიეთილენის პარკებისგან და სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან“, - აღნიშნვენ სააგენტოში.

კვირის ამბები