გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ფარული კენჭისყრის პროცედურა იწყება.
უკვე ცნობილია, რომ ,,ქართული ოცნების" დეპუტატები და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ მათ განცხადებით და შესაბამისი ხელმოწერებით საკრებულოს სხდომის მდივანს ცოტა ხნის წინ მიმართეს.
აღნიშნული დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან ხმაური მოჰყვა.მათი განცხადებით, ,,რაზმაძეს თანაგუნდელების მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა და ამიტომ მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება", თუმცა, თავად უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ,,ეს არის ფარსი და ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ". კენჭისყრის პროცედურის დაწყებას წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებები უძღვოდა. შეგახსენებთ, როგორ რაზმაძემ აღნიშნა, ,,ჟურნალისტმა მისი ინტერვიუს არასწორი პერიფრაზირება მოახდინა".
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრითაა დაკომპლექტებული, თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის 19 წევრის ხმაა საჭირო, ოპოზიციურ პარტიებს კი მხოლოდ 12 ხმა აქვთ.