2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე, მოსწავლეთა უსაფრთხოების და მხარდაჭერის უზრუნველყოფის პროცესში მანდატურის სამსახურის როლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას, რომელსაც შიდა ქართლის მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ, გუნდურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული კომპლექსური მიდგომების განვითარებაზე ისაუბრეს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა მოსწავლეთა უსაფრთხოების და მხარდაჭერის უზრუნველყოფის პროცესში თანამშრომლების როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გარდა ამისა, მაჭარაშვილმა, მოადგილეებთან ეკატერინე დგებუაძესა და ირაკლი ჯიშკარიანთან ერთად, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები განიხილა, რომლის მიზანს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის ზრდა წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის, მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაოსთვის და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.