

გორში, თელავის ქუჩის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
რაც შეეხება თელავის ქუჩის მოწყობა-რეაბილიტაციას, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 363 მეტრია.
„გზის აღნიშნულ მინაკვეთზე პროექტის მიხედვით ტრანსპორტის სავალი ნაწილი და ეზოებში შესასვლელები მოეწყობა. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება კი 205 000 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს