

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება.
ამ დროისთვის, გორში, ოთარ ჩხეიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძე 190 მეტრია, განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულება კი 153 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიხედვით კი მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, საფეხმავლოები, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს