

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 002 415 ლარია.
პროექტის მიხედვით მოეწყობა სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, შიდაგამანაწილებელი ქსელი და ინდივიდუალური მრიცხველები.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სოფელს გაუმართავი და მოძველებული სასმელი წყლის სისტემა ემსახურება, რის გამოც ადგილობრივებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. პროექტის განხორციელების შემდეგ კი 250-მდე ოჯახი სასმელი წყლის ახალი სისტემით ისარგებლებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს