

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ დასუფთავების აქცია გამართა.
ღონისძიების ფარგლებში, უწყების თანამშრომლებმა სკვერები, საბავშვო მოედნები, სპორტული სივრცეები და საერთო სარგებლობის სივრცეების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, გაითიბა ბალახი, მოწესრიგდა გაზონები და განახლდა მწვანე საფარი.
შეგახსენებთ, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სეზონურ სამუშაოს ახორციელებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს