

საგზაო უსაფრთხოების მიზნით, გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საგზაო უსაფრთხოების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება საგანმანათლებლო დაწესებულებებების მიმდებარე პერიმეტრზე ექცევა.
„სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობასთან ერთად, გარკვეულ ლოკაციებზე, მონტაჟდაბა საგზაო ნიშნები და ბოძკინტები. ქალაქში კი, რამდენიმე მონაკვეთზე, ასევე, სანიაღვრე არხების ცხაურების განახლებაც მიმდინარეობს“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს