რეგიონი
07.10.2025 10:45
შიდა ქართლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბის მოედანი აშენდება

შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედანი აშენდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სურამის გარდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშენდება. ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ქუთაისსა და წყალტუბოში (გუმბრა).

„საქართველოში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. მომზადდება ორმოედნიანი სტადიონების პროექტები საგარეჯოს, ხაშურის, ოზურგეთის და ბოლნისისთვის. თბილისში, ვარკეთილში კი დაგეგმილია ბუნებრივსაფრიანი სტადიონის პროექტირება, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება. ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის განავითარების, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“, - აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები