

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელ გზებზე ქვა-ღორღი დაიყარა და მოსწორდა, ასევე, სარწყავი არხების გაწმენდის და სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავება მიმდინარეობს.
შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
რაც შეეხება კონკრეტული სოფლებს, სადაც აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა, სააგენტოს ინფორმაციით, შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზები მოწესრიგდა ტყვიავში, სარწყავი არხები გაიწმინდა ვარიანში, სტიქიური ნაგავსაყრელი კი ახრისში დასუფთავდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს