

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება ჭაბურღილი, ქსელი, რეზერვუარები. გარდა ამისა, მოეწყობა სანიტარული ღობე, საქლორატორო. მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 500-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი