

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და თანამშრომლები სკვერებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებში ხეების გადაბელვის, მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის და სხვლა-ფორმირების სამუშაოებს ყოველდღიურად ახორციელებენ.
„სეზონური სამუშაოების პარალელურად, ხდება სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება, სკამების და ურნების რესტავრაცია“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს