

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც გორის მერიაში აღნიშნავენ, პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატოროები, სადაწნეო კოშკი, გამანაწილებელი ქსელი, სანიტარული ღობე, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 200-ზე მეტი ოჯახი განახლებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.
„მიმდინარე წელს, სათემოს გარდა, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია კიდევ 9 სოფელში - შინდისში, ერგნეთში, ფლავისმანში, ქვემო არცევში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში მიმდინარეობს. სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს