

საგზაო უსაფრთხოების მიზნით, გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და იდგმება მოსაცდელები.
„სააგენტოს თანამშრომლები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ სეზონურ სამუშაოებს. ტარდება სანიაღვრე და სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოებიც, რაც ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს