

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს.
გარდაცვლილი კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მარნეულიდან 31 მარტს გადაიყვანეს. ექიმები აცხადებდნენ, რომ კორონავირუსული ინფექციის გარდა, პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს