
პრაქტიკოსი მასწავლებლების და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების საგნის და უფროსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის გამოცდების ჩატარების თარიღები ცნობილია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები პირველ დეკემბერს დაიწყება და სამ დეკემბერს დასრულდება. საგამოცდო ცენტრები კი თბილისსა (თბილისის N177 საჯარო სკოლა - ქ.თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N38 (გლდანი, მე-5 მ/რ) და ქუთაისში (ქუთაისის N23 საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15) გაიხსნება.
„საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დარეგისტრირებული აპლიკანტები ნოემბრის თვეში შეძლებენ. ბარათზე მითითებული იქნება კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის კონკრეტული თარიღი კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.