

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება გრძელდება. გარკვეულ სოფლებში კი სარწყავი არხების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
რაც შეეხება კონკრეტული ლოკაციებს, სადაც აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა, კეთიმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შერთულსა და ქვახვრელში მოიხრეშა შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზები. სარწყავი და სანიაღვრე არხები გაიწმინდა არცევსა და ხიდისთავში. პატარა გარეჯვარში კი, სასაფლაოს მოწყობის მიზნით, ტერიტორიის მოსწორება მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს