

ხალხური რეწვის შემსწავლელი კურსები დასრულდა.
სასწავლო პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსებს ხალხური რეწვის ოსტატი მარინე ბეგლარიშვილი უძღვებოდა.
პროექტის ფარგლებში, მოზარდებმა ეროვნული სამოსის კერვა, ქართული სუვენირების დამზადება, თოჯინების და ღვინის ბოთლების ეროვნული სამოსით გაფორმება შეისწავლეს.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს