

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, გორში მოქმედი აგრარული ბაზრები ცოტა ხნის წინ დაიხურა.
საგანგებო შტაბის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოვაჭრეებს დღეს დილით აცნობეს.
გორის გარდა, დაიხურა შიდა ქართლში მოქმედი ყველა აგრარული ბაზარი (კასპში, ქარელსა და ხაშურში).
რეგიონის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის თქმით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებას შეამცირებს.
„გუშინ საღამოს გვქონდა შტაბის შეკრება, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეგიონის ჭრილში მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მაღალი რისკების გათვალისწინებით, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების მუშაობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯით, კიდევ უფრო შემცირდება მუნიციპალიტეტებს შიგნით მოსახლეობის გადაადგილება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს