

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 ნოემბერს, გორში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, +17 გრადუსია ნავარაუდევი 6-7 და 8 ნოემბერს.
+18, +19 გრადუსამდე გათბება ჰაერი 9, 10 და 11 ნოემბერს, აღნიშნული სამი დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს