

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საქაშეთში, ბერბუკში, სვენეთში, თორტიზაში, ერგნეთში, ბერშუეთში, ყველაანთუბანში, ქვემო რიეთსა და სათბურის დასახლებაში სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, შერჩეულ ლოკაციებზე დამონტაჟდება გარე მოხმარების სპორტული ინვენტარი. სივრცეები, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება საჩრდილობლებით.
„სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რაც თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას გულისხმობს. სპორტულის სივრცეების მოწყობა ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა. ხელშეკრულების ღირებულება 258 253 ლარია“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს