

სსიპ - ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 18-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული სტანდარტით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს მასწავლებლის კვალიფიკაცია (მაგისტრი ან ბაკალავრი), უფროსი სპეც. მასწავლებლის სტატუსი და სასურველია, გავლილი ჰქონდეს ინკლუზიური განათლების ტრენინგები.
რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 1500-1600 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 17 ნოემბერს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი