

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი განცხადება უკვე განთავსებულია პორტალზე teacherjobs.ge.
განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას II, V, VII, VIII, IX, X კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვეში 350-960 ლარია მითითებული.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 17 ნოემბერს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. Ge და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი