

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ მერეთში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“- ის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მიხედვით კი მოეწყობა საბავშვო სივრცე, ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით, ბორდიურები, ატრაქციონები, ფანჩატური, დეკორატიული ღობე, ქვაფენილი, და დამონტაჟდება განათება. გარდა ამისა, მოეწყობა სპორტული სივრცე, სადაც გარე მოხმარების სპორტული ინვენტარი განთავსდება.
„პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.