

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტიც ქალია. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, COVID 19-ით გარდაცვლილი 81 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე იყო კრიტიკული და კორონავირუსის გარდა, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
რატიანის თქმით, გარდაცვლილ პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით.
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობა მიდიოდა პროტოკოლისა და გაიდლაინების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს