

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, შესასრულებელი სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის სატენდერო ღირებულება 504 400 ლარია.
„ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს და რაც შეეხება პროექტს, საბავშვო ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას ითვალიწინებს.
რეხის საბავშვო ბაღის შენობას, ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე, მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს