

გორის კულტურისა და დასვენების პარკში, „ახალბაღში“ არსებულ კალათბურთის, ჩოგბურთის და ფეხბურთის მოედნებზე თანამედროვე განათების სისტემები დამონტაჟდა.
შესრულებული სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ და საფეხბურთო კლუბ „გორის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
„პროექტის შედეგად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და სპორტული აქტივობებისთვის უფრო კომფორტული გარემო შეიქმნა. გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
ცნობისთვის, „ახალბაღში“ სტადიონების მოწყობის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი