

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კეთილმოწყობის სააგენტომ, ტრადიციულად, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო და ტაძრამდე მისასვლელ გზაზე გარეგანათების სისტემა დაამონტაჟა.
სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები, გაითიბა გზის ნაპირები.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამატებით, ნაგავშემკრები კონტეინერებიც განთავსდება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი