

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღის დაწესებამ, მსოფლიოს მასშტაბით, საფუძველი ჩაუყარა „აქტივიზმის 16 დღის“ დაწყებასაც, რომელიც ყოველწლიურად იმართება და 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.
უფლებადამცველების თქმით, ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებების უხეში, დაფარული და, ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან იმართება. აქტივობას 187 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია კი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს