

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის დარიგების პროცესი დაიწყო.
მოქალაქეების მიმართვიანობის გათვალისწინებით, დახერხილი სათბობი მასალა კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე მიაქვთ.
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრის და გადაბელვის შედეგად დაგროვილი საშეშე მერქანი, გასული წლების მსგავსად, მომართვიანობის გათვალისწინებით ნაწილდება. სოციალურად დაუცველმა პირებმა, სათბობი მასალის მოთხოვნით გორის მუნიციპალიტეტის მერიას ( გრიგოლ ფერაძის ქუჩა №5) უნდა მიმართონ. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბენეფიციარებს შეშა ეტაპობრივად გადაეცემათ“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება