

გორში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს. პირველ ეტაპზე საახალწლო სანათების მონტაჟი მიმდინარეობს და როგორც უწყებაში აცხადებენ, სადღესასწაულო დეკორაციებით ქალაქის თითქმის ყველა უბანი მოირთვება. სააგენტოს თანამშრომლები უახლოეს დღეებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის მონტაჟსაც დაიწყებენ.
წინასაახალწლო მოსამზადებელი სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს