

საქართველოს რეგიონებში ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემა დაინერგება.
როგორც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მეშვეობით, სამშენებლო ნებართვის მიღება, ქალაქთმშენებლობითი პროექტების წარდგენა და სხვა სივრცითი კოდექსით გათვალისწინებული ყველა მოქმედება დისტანციურად განხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გადამზადება შიდა ქართლის რეგიონის - გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე დარგის სპეციალისტებმა გაიარეს. შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს