

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აღნიშნავენ რეკრეაციული ზონების მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა სახის სამუშაო რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
„ქალაქში არსებულ სკვერებსა და გაწვანებულ სივრცეებში უკვე დაირგო ასობით ახალი ნერგი. რეკრეაციული ზონების გასამწვანებლად იფნის, ნეკერჩხლის, ცაცხვის, წყავის, ტუიას და კვიპაროსის ჯიშის ხე-მცენარეები შეირჩა, რომელიც სააგენტოს სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი. საშემოდგომო სამუშაოების პარალელურად, მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიაღვრე და სარწყავი არხების გაწმენდის ღონისძიებები და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს