

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ბრეძაში მცხოვრებმა აკაკი სტეფანიშვილმა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალს მადლიერების ნიშნად ტიტები მიართვა.
ტიტების მოყვანა ბრეძაში მრავალწლიანი ტრადიცია და არაერთი ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
სოფელში 15-მდე ჯიშის და ფერის ტიტები მოჰყავთ. მეყვავილეობას 35-მდე ოჯახი მისდევს, თუმცა, კორონავირუსმა გამყოფ ხაზთან მცხოვრები მეყვავილეებიც დააზარალა, სასათბურე მეურნეობებში ათასობით ტიტა ჭკნება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს