

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზამთრის არდადეგებისთვის გაგვეთვალისწინებინა 27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლის არსებული პერიოდი. შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 26 დეკემბრის ჩათვლით წარიმართება. სააღმზრდელო პროცესს კი, შესაბამისად, 8 იანვარს განვაახლებთ“, - აცხადებენ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ცნობისთვის, სეზონური ვირუსების გავრცელების გათვალისწინებით, ამ დროისთვის, ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს