

გორის მეცხრე საბავშვო ბაღში ღვაწლმოსილი აღმზრდელის - ნორა ქარქიშვილის საზეიმოდ გაცილების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მეთოდისტებმა აღმზრდელს 53 წლიანი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვეს.
ნორა ქარქიშვილმა საბავშვო ბაღში მუშაობა 28 წლის ასაკში დაიწყო. პედაგოგმა ნახევარი საუკუნის განმავლობაში 15-ზე მეტი თაობა აღზარდა და პროფესიული საქმიანობა 81 წლის ასაკში დაასრულა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს