

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები გამოაქვეყნა.
2026 წლის საგამოცდო პროგრამები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის 2025 წლის 22 დეკემბრის N1820763 ბრძანებით დამტკიცდა.
რაც შეეხება საგნებს, ცნობილია საგამოცდო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ისტორიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ზოგად უნარებში, ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში.
პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე: naec. ge /#/ ge/post/3503
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს