

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა და დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რომ სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
„სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ, ჯამში, 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.
მნიშვნელოვანია, რომ სახლების შესყიდვის პროგრამამ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 2025 წელს სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს