

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გორში, დღეს, 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
სადღესასწაულო პროგრამა ქალაქის თეატრის მიმდებარედ მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება. კონცერტს ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფი „Soft wave“ გახსნის. 22:00 საათიდან ღონისძიებას ზუკა ხუციშვილის ბენდი გააგრძელებს, 23:30 საათზე მსმენელის წინაშე ანსამბლი „ფორტე“ წარსდგება. 01:10-დან 02:00 საათამდე კი საახალწლო განწყობას დიჯეი გიგა პაპასკირი შექმნის.
რაც შეეხება საბავშვო გასართობ პროგრამას, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 21:00 საათიდან დაიწყება და ღონისძიებაზე მისულ პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. გაიმართება, ასევე ზღაპრის გმირების წარმოდგენები და საბავშვო აქტივობები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
შეგახსენებთ, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით იმართება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი