
გორელი ახალგაზრდების ჩართულობით, პროექტის „შენ ხარ საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა და ახალგაზრდებმა მიწვეულ სტუმრებს საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრები წარუდგინეს.
საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
რაც შეეხება პროექტს, ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის“ თანადაფინანსებით განხორციელდა და წლის განმავლობაში მონაწილეები ეუფლებოდნენ თიხაზე, თექასა და კერამიკაზე მუშაობას, სწავლობდნენ ვიდეოგადაღებას, მონტაჟს, სამსახიობო ხელოვნებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და სხვა მიმართულებებს.
„შენ ხარ საქართველოს“ მიზანი ეროვნული კულტურის პოპულარიზაცია, არაფორმალური განათლების განვითარება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა.
პროექტში მონაწილეობა 14-დან 29 წლამდე ასაკის 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა მოზარდებმა.
პროექტის ფარგლებში შეირჩა 12 ახალგაზრდა, რომლებიც ქართულ დღეებზე ირლანდიაში გაემგზავრებიან და საერთაშორისო დონეზე ქართულ კულტურას და შემოქმედებას წარმოაჩენენ“, - აცხადებენ გორის მერიაში.