

სოფელ კარალეთში მცხოვრები გურგენაშვილების ექვსსულიანი ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელში შეხვდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, წინასაახალწლოდ, ახალი საცხოვრებელი გადასცა, ასევე ბნავისელ ალექსანდრე პავლიაშვილსაც, რომელიც წლებია ავარიულ შენობაში მარტო ცხოვრობს.
ორივე ოჯახს კოტეჯის გასაღები და საახალწლო ნობათი, გორის მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა. კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, ალექსანდრე პავლიაშვილსა და გურგენაშვილების ოჯახს ახალმოსახლეობა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილემ მიხეილ ფავლენიშვილმა და მერის მოადგილეებმა თამაზ შიოშვილმა და თორნიკე ფხაკაძემ მიულოცეს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.
მერიის პროექტი უსახლკარო ან ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახებისთვის საკუთარ მიწაზე ახალი კოტეჯის მშენებლობას ითვალისწინებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს