

საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო გაუქმებულ რეისებს ხვალიდან, 9 იანვრიდან განაახლებს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: თბილისი-ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ოზურგეთი-თბილისი. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური კი მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
შეგახსენებთ, საქართელოში შექმნილი მეტეოროლოგიური პირობების და, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, 3 იანვრიდან მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ ასრულებდნენ, მოძრაობდა მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს