

გორში, წმინდაწყლის ტერიტორიაზე, აგრარული ბაზრის გამოსასვლელთან, ქარმა რამდენიმე კვადრატული მეტრის მოცულობის სარეკლამო ბანერი მოგლიჯა და ძირს ჩამოაგდო.
აღნიშნულ საავტომობილო გზაზე შემთხვევის დროს ინტენსიური მოძრაობა იყო, თუმცა, საბედნიეროდ, რკინის კონსტრუქციით აგებული ბანერი არავის დასცემია და ზარალი არ გამოუწვევია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა იმ სარეკლამო კომპანიას, რომლის საკუთრებასაც ბანერი წარმოადგენს და მათ ადგილზე მისვლას ელოდებიან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს