

გასულ წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში განხორციელდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები 12 სოფელში - შინდისში, ზერტში, ერგნეთში, ფლავისმანში, კოშკაში, ფლავში, ქვეშში, ქვემო ხვითში, კვარხეთში, ქვემო არცევში, ტირძნისსა და თერგვისში დასრულდა და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 4 300-ზე მეტი ოჯახი სასმელი წყლით უკვე უზრუნველყოფილია.
რაც შეეხება ოთხ სოფელს, პროექტით გათვალისწინებული წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალუბანში, სათემოში, დიცსა და აძვში გრძელდება.
„თექვსმეტივე სოფელში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის შედეგად, სასმელი წყლის პრობლემა 4 500-ზე მეტ ოჯახს მოუგვარდება.
წელს სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია კი ახრისში, ბროწლეთსა და თედოწმინდაში დაიწყება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს