

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ.
შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.
როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, საგაკვეთილო პროცესისას მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვით, პედაგოგებმა მოსწავლეებს პირადი მაგალითი უნდა მისცენ.
„ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შესაბამის შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის, თუმცა, როგორი იქნება ზუსტად რეგულაცია, ამ დროისთვის შედგენილი არ არის, ვმუშაობთ. მაგრამ შინაარსი არის ის, რომ მასწავლებელი მაგალითი გახდეს ბავშვისთვის“, - აღნიშნავენ უწყებაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს