

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ დიცში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკალათბურთო აკადემია გაიხსნა.
სპორტული სივრცე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.
საკალათბურთო აკადემია სპორტული ინვენტარით სრულად აღიჭურვა. დამონტაჟდა კალათბურთის ფარები. მოზარდები სათამაშო და სავარჯიშო ფორმებით, ბურთებით დასაჩუქრდნენ.
„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის ისტორიული დღეც შედგა. დიცში საკალათბურთო აკადემია გავხსენით. ადგილობრივი და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები სპორტის აღნიშნული სახეობის დაუფლებას უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება მიზანს, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს“, - აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა გიორგი სამხარაძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს