

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ქალაქის იერ-სახის და გარემო პირობების გაუმჯობესების მიზნით, დასუფთავების მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
„სააგენტოს თანამშრომლებმა, ამჯერად, კვერნაქის სასაფლაომდე მისასვლე გზა გაწმინდეს, ასევე დასუფთავდა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები, გაზონები და სკვერები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღნიშნული ღონისძიებები კვლავაც გაგრძელდება“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს